მარიამ ჯაში: დავიწყებ ინტენსიურ კონსულტაციებს შესაბამის სამინისტროებთან და არასამთავრობო სექტორთან

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი მარიამ ჯაშის განცხადებით, თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ ის პირველ რიგში, ინტენსიურ კონსულტაციებს დაიწყებს.

მარიამ ჯაშის თქმით, კონსულტაციები როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ექნება.

„პირველ რიგში, მე დავიწყებ ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებს შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან და ასევე როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

როგორც განათლებისა და მეცნიერების, ასევე კულტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ანალიტიკური დოკუმენტი უკვე არის მზად, რა თქმა უნდა მოხდება პირველ რიგში, აღნიშნული რეკომენდაციების გაცნობა”,-განაცხადა ჯაშმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: ჩვენი საქმიანობა ნაყოფიერი იქნება
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი: უმრავლესობამ ერთხმად დავუჭირეთ მხარი ირაკლი კობახიძის კანდიდატურას