ზაქარია ქუცნაშვილი – თვის ბოლომდე მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა ცნობილი იქნება

”ქართული ოცნების” წევრების განცხადებით, პარტიის საარჩევნო სიის ფორმირება უახლოეს პერიოდში დასრულდება. როგორც ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობის შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, დღეს პარტიას უკვე ჰყავს ლეგიტიმური თანამდებობის პირი და აქედან გამომდინარე, საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი დაიწყება.

”დღეს უკვე გვყავს ლეგიტიმური თანამდებობის პირი, რომელსაც ევალება დაიწყოს ამ თემაზე მუშაობა. აქედან გამომდინარე ,სტარტი მიეცა საარჩევნო სიის ფორმირების პროცესს და ამ თვის ბოლომდე, დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარი კანდიდატების აბსოლუტური უმრავლესობა, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

თავის მხრივ, უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საარჩევნო სიის ფორმირებას, ახალი პოლიტიკური საბჭოს მიერ იქნება განხილული.

”უახლოეს მომავალაში ახალი პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, რომელიც დღეს იქნა არჩეული. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საარჩევნო სიის ფორმირებას, იქნება განხილული პოლიტსაბჭოს ფორმატში”, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საარჩევნო სიაში ყოფნას, ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისოფიო კილაძე: როგორც ჩათვლის პარტია საჭიროდ, ისე ვიმოქმედებ
შემდეგი სტატია“საკუთარი პოლიტიკური კარიერა “ქართულ ოცნებას” ერთი მიზეზის გამო დავუკავშირე”