“საკუთარი პოლიტიკური კარიერა “ქართულ ოცნებას” ერთი მიზეზის გამო დავუკავშირე”

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრის, ირინა ფრუიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაციას.

ამის შესახებ განცხადება ირინა ფრუიძემ პარტიის რიგით მეოთხე ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ირინა ფრუიძის განმარტებით, მან საკუთარი პოლიტიკური კარიერა “ქართულ ოცნებას” ორი ნაწილისგან შემდგარი ერთი მიზეზის გამო დაუკავშირა.

“ეს არის საშინაო კურსი. “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი აშენებს ჭეშმარიტ ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს. რაც შეეხება საგარეო კურსს, ეს არის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაციას”,- აღნიშნა პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალმა სახემ.

ირინა ფრუიძე დარწმუნებულია, რომ ერთად შეძლებენ წარმატების მიღწევას.

“ძირითადი პრინციპი ჩემი ცხოვრებისეული და სამუშაო არის დემოკრატია, გუნდურობა. ეს პრინციპები არ შეიცვლება. რაც შეეხება სფეროებს, თუ რა სფეროებში შეიძლება საკუთარი თავი დავინახო, გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს არის- ევროინტეგრაცია, ახალგაზრდული პოლიტიკა, გენდერული თანასწორობა. გარკვეულწილად შემიძლია ჯანდაცვისა და მცირე ბიზნესის განვითარების კუთხითაც ვიმუშავო”,- დასძინა მან.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი – თვის ბოლომდე მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა ცნობილი იქნება
შემდეგი სტატია“მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ერთიანად უნდა გადავიდეს ახალქალაქის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე”