სოფიო კილაძე: როგორც ჩათვლის პარტია საჭიროდ, ისე ვიმოქმედებ

kiladzeპოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრის სოფიო კილაძის განცხადებით, სადაც მისი რესურსი ყველაზე ეფექტიანად იქნება გამოყენებული, იმ მიმართულებით იმუშავებს. აღნიშნული განცხადება სოფიო კილაძემ პარტიის რიგით მეოთხე ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ქართული ოცნების” ახალი სახის თქმით, განათლებით იურისტია და შესაბამისად, იურისპუდენცია მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„ბუნებრივია, მაქვს ჩემი პრიორიტეტები. პირველ რიგში, ეს არის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, შეუვალი კურსი, რომელიც აქვს ჩვენს სახელმწიფოს. ვთვლი, რომ წინსვლისთვის, განვითარებისთვის ეს უპირობოა.

ასევე, არსებობს სხვადასხვა მიმართულება, თუმცა როგორც ჩათვლის პარტია საჭიროდ, ისე ვიმოქმედებ”,-განაცხადა კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი წევრები საარჩევნო სიაშიც იყვნენ
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი – თვის ბოლომდე მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა ცნობილი იქნება