ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სოფელს ფოსფორიანი ბომბები ესროლეს (ფოტოები)

ზაპოროჟიეს რაიონში დამპყრობლებმა სოფელი აკრძალული საბრძოლო მასალით ფოსფორიანი ბომბებით დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ომის დანაშაულებს მშვიდობიან დასახლებებში საცხოვრებელი შენობების დაბომბვით, მათ შორის აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენებით. 12 აპრილის ღამეს სოფელი ნოვოიაკოვლივკა დაბომბეს ფოსფორის ბომბებით. წვიმიანი ამინდის გამო ხანძარი არ გაჩენილა, არავინ დაშავებულა და დაღუპულები. არის დაზიანებული საცხოვრებელი სახლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფოსფორის ბომბების გამოყენება აკრძალულია ჟენევის კონვენციით (1977 წლის ოქმი).




banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა საზღვაო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა