პარლამენტმა საზღვაო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით მიიღო „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე, ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა წარადგინა.

ცვლილებით წესრიგდება, საქართველოს ნავსადგურებში ნავსადგურის შესასვლელი არხის დაღრმავებასა და მოვლა-პატრონობასთან, სანავსადგურე ერთეულების პასუხისმგებლობასთან და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტით აგრეთვე, განიმარტება ტერმინი – სანავსადგურე ერთეული.

„საქართველოს პორტებისადმი გაზრდილია ტვირთბრუნვის შესახებ მომართვიანობა. მთავრობის სურვილია, ამ ყველაფერს საქართველო მომზადებული შეხვდეს, რათა მან, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ თავისი ფუნქცია ჯეროვნად შეასრულოს,“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სოფელს ფოსფორიანი ბომბები ესროლეს (ფოტოები)
შემდეგი სტატიაპარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო