საპატრიარქო ჭყონდიდზე – მეუფეს სასულიერო პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს პრესსამსახური წერს, რომ მეუფე სტეფანეს ბალდის მონასტერში წირვის შემდეგ სასულიერო პირები მას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ისმოდა პროვოკაციები და შეურაცხყოფები.

“სასულიერო პირები, რომლებიც 8 მარტს მარტვილში გამართულ სამღვდელო შეკრებაზე მას სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ, წირვის შემდეგ, მრევლის ნაწილთან ერთად, მეუფეს მონასტერში შეხვდა. ხანგრძლივი საუბრისას ისინი კვლავ ცდილობდნენ სიტუაციის დაძაბვას, დაიწყეს სიტყვიერი დაპირისპირება, ისმოდა შეურაცხმყოფელი ბრალდებები, პროვოკაციული შეძახილები. საბოლოოდ, სასულიერო პირები მეუფეს მონასტრის ტერიტორიის დატოვებას აიძულებდნენ”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის
შემდეგი სტატიაგაბუნია – „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება