ზაალ ანჯაფარიძე – “ჯერ გახარიას მოსმენას ბოიკოტს უცხადებდნენ, მერე მაინც მოუსმინეს და როდესაც ნახეს რომ ვერ “მიაჩმორებდნენ” და პირიქით მოხდა, უბრალოდ გაიქცნენ – მოკლედ, წააგეს თამაში”

ზაალ ანჯაფარიძე – “ჯერ გახარიას მოსმენას ბოიკოტს უცხადებდნენ, მერე მაინც მოუსმინეს და როდესაც ნახეს რომ ვერ “მიაჩმორებდნენ” და პირიქით მოხდა, უბრალოდ გაიქცნენ – მოკლედ, წააგეს თამაში”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტში დღეს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვებაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ “დღევანდელი საქციელის მერე როგორ გინდა ასეთი ოპოზიცია კოლეგებად აღიქვა, ჯერ გახარიას მოსმენას ბოიკოტს უცხადებდნენ, მერე მაინც მოუსმინეს და როდესაც ნახეს რომ ვერ “მიაჩმორებდნენ” და პირიქით მოხდა, უბრალოდ გაიქცნენ.

“შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ კი ურჩია აქაურ კოლეგას ოპოზიცია კოლეგებად განიხილეო, მაგრამ დღევანდელი საქციელის მერე როგორ გინდა ასეთი ოპოზიცია კოლეგებად აღიქვა?!, ეს მართლაც დიდი გმირობის ტოლფასია 🙂
დღეს იმდენი ტყუილი და სიბინძურე ანთხიეს, რომ ნალექებისა არ იყოს, თვიურ ნორმას გადააჭარბეს.
ჯერ გახარიას მოსმენას ბოიკოტს უცხადებდნენ, მერე მაინც მოუსმინეს და როდესაც ნახეს რომ ვერ “მიაჩმორებდნენ” და პირიქით მოხდა, უბრალოდ გაიქცნენ, სხვა რამეს ამას ვერ უწოდებ. გაიქცნენ ისე როგორც თამაშიდან გარბის ხოლმე შულერი. ერთი გონიერი არ აღმოაჩნდათ ვინც გონზე მოიყვანდათ 🙂
დღეს გაირკვა რომ ფარატინა ფურცელზე ნაწერის ექსპერტიზას, თანაც ლონდონში, 6 თვე დასჭირდა და ჯერ კიდევ არაა დასრულებული და ეს მივიწყებული ამბავი რატომღაც გახარიას მოსმენის დღეს “გაახსენდათ.”
არადა ამ ხალხს “დასავლური უჭირავს”, უამრავი ტრენინგ-სემინარი აქვთ გავლილი დასავლეთში, ზოგს იქ განათლება მიღებული, მაგრამ ეტყობათ რამეში ეს? მოკლედ, წააგეს თამაში” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური: გიორგი გახარიამ თავი გამოიჩინა იმით, რომ 20 ივნისს პარლამენტში შეჭრის და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის საშუალება არ მისცა, გააკეთა ის რაც ევალებოდა
შემდეგი სტატიაამდენი არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური ადამიანი ხელისუფლებაში მე არ მახსოვს კომუნისტებიდან მოყოლებული დღემდე