ამდენი არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური ადამიანი ხელისუფლებაში მე არ მახსოვს კომუნისტებიდან მოყოლებული დღემდე

შევეცდები ძალიან კორექტულად ვთქვა.

ამდენი არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური ადამიანი ხელისუფლებაში მე არ მახსოვს კომუნისტებიდან მოყოლებული დღემდე.

იმავდროულად ამ არაკვალიფიციურ და არაკომპეტენტურ ადამიანებს ჰყავთ მათზე უფრო არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური მრჩეველები. იმდენად არაკვალიფიციურები და არაკომპეტენტურები, რომ თვითონვე ამბობენ, პიარი არ გვივარგაო.

და ბოლოს, ამ არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური მრჩევლებით გარემოცულ არაკვალიფიციურ და არაკომპეტენტურ ხელისუფლებას ჰყავს კიდევ უფრო არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური მხარდამჭერები, რომელთაც არც კი უტყდებათ იმის თქმა, რომ თურმე დღეს გახარიამ და მისმა რაზმმა დედა უტირა ნაცმოძრაობას და ევროპულ საქართველოს.

აი, რა გინდა რომ თქვა? კი ვიტყოდი რაღაცას ამ სამმაგ არაკვალიფიციურობაზე, მაგრამ რახან თავშივე დავთქვი კორექტული ვიქნები თქო, აღარ გადავთქვამ-წერს დავით ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიზაალ ანჯაფარიძე – “ჯერ გახარიას მოსმენას ბოიკოტს უცხადებდნენ, მერე მაინც მოუსმინეს და როდესაც ნახეს რომ ვერ “მიაჩმორებდნენ” და პირიქით მოხდა, უბრალოდ გაიქცნენ – მოკლედ, წააგეს თამაში”
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: მთავრობის შემადგენლობას მხარს არ ვუჭერთ