ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური: გიორგი გახარიამ თავი გამოიჩინა იმით, რომ 20 ივნისს პარლამენტში შეჭრის და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის საშუალება არ მისცა, გააკეთა ის რაც ევალებოდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის და ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზური სატელევიზიო ეთერში ისაუბრა. გადაცემა “პირველებში” მან გიორგი გახარია წესიერი და გონიერი კაცად მოიხსენია და აღნიშნა, რომ გახარიამ თავი გამოიჩინა იმით, რომ 20 ივნისს პარლამენტში შეჭრის და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის საშუალება არ მისცა, გააკეთა ის რაც ევალებოდა.

“გახარია არის ნამდვილად ღირსეული პიროვნება, წესიერი და გონიერი კაცია, მე მგონი კარგად გაუძღვება “ქართულ ოცნებას,” ხელისუფლებას. დღეს რაც მან უთხრა ოპოზიციას “დაგამთავრებთო” – 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა” უნდა დამთავრებულიყო და აკრძალულიყო, როგორც ფაშისტური პარტია აიკრძალა. უნდა აკრძალულიყო იმ ქმედებების გამო რაც მათ აქვთ ჩადენილი. გახარია რას მოიმოქმედებს და რას გააკეთებს გამოჩნდება მომავალში.

გიორგი გახარიამ თავი გამოიჩინა იმით, რომ 20 ივნისს პარლამენტში შეჭრის და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის საშუალება არ მისცა, გააკეთა ის რაც ევალებოდა.

ძალიან ცუდია რომ ის მოხდა, დაშავდა ახალგაზრდა გოგონა. ახლა “ნაციონალური მოძრაობას” ხელი აქვს ჩაჭიდებული და ის აღარ ახსოვთ, რაც ადრე ქნეს. იცით რაშია საქმე, “ნაციონალური მოძრაობას” როცა ვახსენებთ, ეს ის ხალხია ვისაც ისევ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, ვისაც ამ საშინელებებს ჩადიოდა. დღეს თითო-ოროლა საქმეს ჩასჭიდებენ ხელს და გაჰკივიან, ოპონირებას უწევენ ხელისუფლებას.

შედარებითია ყველაფერი, რა იყო და რა არის. ის საშინელება და ტერორი, რაც სუფევდა ქვეყანაში, ჯალათები რომ იყვნენ და ციხეებში ხალხს აწამებდნენ, წამებაში კლავდნენ უარესები რომ არ ვთქვათ, ქუჩაში ადამიანებს ხვრეტდნენ, ბიზნესს ატერორებდნენ, ტელევიზიებს ართმევდნენ – ეს მაშინვე, როგორც “ოცნება” მოვიდა შეწყდა,” – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი: აღმაშფოთებელია, რომ ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული მდგომარეობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ქართულ რეგიონებში კვლავ უარესდებ
შემდეგი სტატიაზაალ ანჯაფარიძე – “ჯერ გახარიას მოსმენას ბოიკოტს უცხადებდნენ, მერე მაინც მოუსმინეს და როდესაც ნახეს რომ ვერ “მიაჩმორებდნენ” და პირიქით მოხდა, უბრალოდ გაიქცნენ – მოკლედ, წააგეს თამაში”