WikiLeaks-ის დამფუძნებლის წინააღმდეგ შვედეთმა ისევ აღძრა საქმე

შვედეთის პროკურატურამ WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გაუპატიურების ბრალდებით განაახლა – 13 მაისს შვედეთის სამხარეო პროკურორის მოადგილემ ევა-მარია პერსონმა თქვა. მისი განცხადებით, 2017 წელს აღნიშნული საქმე იმიტომ დაიხურა, რომ ასანჟს სასამართლოზე დასწრება არ შეეძლო. პერსონის თქმით, ახლა შესაძლებელია, ასანჟის ვიდეოკავშირით დაკითხვა. გამორიცხული არ არის, ასევე, რომ ის შვედეთს გადასცენ. ასანჟის ადვოკატმა ჯენიფერ რობინსონმა ადრე თქვა, რომ მზად არის შვედეთის მთავრობასთან ითანამშრომლონ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ასანჟი შეეცდება შვედეთიდან იმის გარანტია მიიღოს, რომ მას აშშ-ს არ გადასცემენ – “დოიჩე ველე” წერს.

ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების საქმე “ერაყის დოსიეს” გამოქვეყნების შემდეგ აღიძრა.
WikiLeaks-ის მთავარი სერვერი შვედეთში მდებარეობდა. პროექტის მიზანი იყო გამოექვეყნებინა ის დოკუმენტები, რომელსაც მთავრობები მოქალაქეებს უმალავენ. 2007 წელს საიტმა ავღანეთის შესახებ 76 900 საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა, 2010 წელს კი, აშშ-ს საიდუმლო ოპერაციის შესახებ გამოაქვეყნა მასალები.. მათ შორის იყო ვიდეო, თუ როგორ ხოცავენ ამერიკელი ჯარისკაცები მშვიდობიან მოქალაქეებს ერაყში. 2010 წელს, აგვისტოში შვედეთმა ორი შვედის საჩივრის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა ასანჟის წინააღმდეგ. ლესბოსელი წყვილის განცხადებით, მათ ასანჟთან თავდაპირველად შეთანხმებული სექსი ჰქონდათ, შემდეგ კი ასანჟმა ისინი გააუპატიურა. ჯულიან ასანჟი არ გამორიცხავს, რომ ამ საქმის უკან პენტაგონი დგას.

ჯულიან ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა. ლონდონის პოლიციამ ის რამდენიმე კვირის წინ დააპატიმრა.

banner
წინა სტატიაშილიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შიმონიტე და ნაუსედა გავიდნენ
შემდეგი სტატიაჩვენი ენერგეტიკული სისტემა დღესაც, მტრის მცდელობის მიუხედავად, ერთიანია-ნათია თურნავა