ვფიქრობ, მოლდოვა და საქართველო ჯერ მზად არ არიან კანდიდატის სტატუსის მისაღებად – კალასი

საქართველო და მოლდოვა ვფიქრობ ჯერ არ არიან მზად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა. კაია კალასის თქმით, საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაში მხარდაჭერა ერთსულოვანი არ არის.

“ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ივნისის სამიტისთვის მივაღწიოთ შეთანხმებას. და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, უკრაინამ მიიღოს მკაფიო პირობები – როგორ მიაღწიოს კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, მოლდოვისა და საქართველოს საკითხიც განიხილება, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ჯერ არ არიან მზად. ცხადია, ჩვენ ყველას თანაბრად ვუჭერთ მხარს, მაგრამ ყველა ამ სახით არ უჭერს მათ მხარს. ყველა, ვინც გაწევრიანდა ევროკავშირში, აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს – რეფორმებს ვგულისხმობ და ესტონეთსაც მოუწია იგივე გზის გავლა და რეფორმების 18 წლის წინ გატარება. ეს გულისხმობს ანტიკორუფციულ რეფორმას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას. ეს არის ევროკავშირის ღირებულებები. თუ აკმაყოფილებ ამ პირობებს, მაშინ კანდიდატის სტატუსს იღებ. ეს არის პრინციპი”, – თქვა კალასმა.

banner
წინა სტატიაშისანქციები რუსული კომპანიების 86%-ზე მეტს შეეხო – რუსული მედია
შემდეგი სტატიანატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო