სანქციები რუსული კომპანიების 86%-ზე მეტს შეეხო – რუსული მედია

დაწესებული სანქციები რუსეთში კომპანიების 86%-ზე მეტის მუშაობაზე ახდენს გავლენას, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მეწარმეთა უფლებების დაცვის საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლის აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„სანქციები გამოკითხული მეწარმეების 86.8%-ს შეეხო. მათი 77.4%-მა სანქციებთან ადაპტირება მიახერხა ან იმედი აქვს, რომ ამას შეძლებს. 11.7%-მა კი ეს ვერ შეძლო და ბიზნესი მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერა,”- ნათქვამია ანგარიშში.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის 85 რეგიონის 6 ათასზე მეტი კომპანიის მფლობელებმა და ხელმძღვანელებმა. მონიტორინგის მონაცემების თანახმად, რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა, 67.1%, ეკონომიკური ვარდნის შედეგებს განიცდის.

banner
წინა სტატიაშიევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადების საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება
შემდეგი სტატიავფიქრობ, მოლდოვა და საქართველო ჯერ მზად არ არიან კანდიდატის სტატუსის მისაღებად – კალასი