ვოლსკი ევროპარლამენტარების წერილს აფასებს: ფარისევლურია

“ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი ევროპარლამენტარების წერილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით გავრცელდა, ფარისევლურს უწოდებს.

“ფარისევლურია ეს განცხადება, ვინაიდან იმ დანაშაულებებშია მხილებული იგი საზოგადოების მიერ, საზოგადოების დიდი ნაწილი ზუსტად არის ინფორმირებული იმ მკვლელობების თაობაზე, რომელიც მისმა კასტამ ჩაიდინა – ამის შესახებ უამრავი ნაწამები ადამიანი და არა მარტო ნაწამები, ღირსება შელახული ადამიანი, დაკავშირებულია იმ მმართველობასთან, რომელიც სააკაშვილმა შექმნა.

ამ განცხადებაზე ხელმომწერები, ყველანი,თითოეული მათგანი, უპირისპირდება იმ ოჯახს, რომლის კისერზე, რომლის ისტორიაზეც, რომლის ყოველდღიურობაზეც გადაიარა იმ რეჟიმმა, რასაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა” – ამბობს ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიფარული ჩანაწერები – ომბუდსმენის მიმართვა
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი: ოპოზიციის რიგები კიდევ უფრო გაიზრდება