ფარული ჩანაწერები – ომბუდსმენის მიმართვა

საქართველოს სახალხო დამცველმა 13 სექტემბერს სავარაუდოდ, სუს-ის ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს და საქართველოს პარლამენტს მიმართა.

სახალხო დამცველმა წერილობით გაეროს სპეციალურ მომხსენებელ, ჯოზეფ კანატაჩის 11 ოქტომბერს მიმართა და სთხოვა მანდატის ფარგლებში შეისწავლოს და შეაფასოს საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე ამავე მიზნით ეწვიოს საქართველოს.

“საყურადღებოა, რომ ამ დრომდე საქართველოს პარლამენტს არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოუწოდა – უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოწვევა, სავარაუდოდ უკანონო და სისტემური მოსმენებისა და პირადი ცხოვრების უფლებაში მასობრივად და უხეშად ჩარევის ფაქტების საკითხზე.

გამოძიების ეფექტიანობის შესაფასებლად, სახალხო დამცველმა ასევე, მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვა საგამონაკლისო წესით იმ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა, რომელიც მასალების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო”,- წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძე: არ გვაქვს სიურპრიზები ურთიერთობაში
შემდეგი სტატიავოლსკი ევროპარლამენტარების წერილს აფასებს: ფარისევლურია