ვოლსკი: ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია, მათ ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპეს

ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია. მათ ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპეს. წარმოუდგენელია, შუბლზე ასეთი ძარღვგაწყვეტილობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„ნიკანორ მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, რომელიც იმაზე ლაპარაკობს, რომ თურმე, მისთვის ძალადობა მიუღებელია. ასეთ განცხადებებს ეს ხეპრე ადამიანი ლაპარაკობს. ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის და დმანისის ინციდენტზე დავაკავეთ შესაძლო დამნაშავე. მათ ვინ დაუკავებიათ ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის ადამიანის წამება? რა უქნეს კობა დავითაშვილს, ვალერი გელაშვილს. ეს ადამიანები ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს. დღეს დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ სადისტური მეთოდებით მართვის გარდა, არაფერი გაუკეთებია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სხდომა ჩაიშალა
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი: რაში სჭირდება “ქართულ ოცნებას” კვირაში სამჯერ ახალ-ახალი კვლევების გამოქვეყნება, ეს კვლევები ღიმილს იწვევს