მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სხდომა ჩაიშალა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი, ავთანდილ წერეთლის რეპლიკა გახდა, რომლმაც ფიცის დადების დროს, მოსამართლეს მოსთხოვა დაეზუსტებინა, დებდა თუ არა ფიცს, მურუსიძის წინაშე.

ამ ფრაზამ მოსამართლე გააღიზიანა, რის შემდეგაც ავთანდილ წერეთელი 300 ლარით დააჯარიმეს.

“მოსამართლე არევაძეს ვუხსენე მისი ღმერთი, წმინდა მურუსიძე, რაზეც მოიხსნა სახე, უცებ ჩვეულებრივი ზონდერი გახდა და დაიწყო ჩემი დაჯარიმება”, – თქვა წერეთელმა.

სასამართლო სხდომა 28 სექტემბრამდე გადაიდო.

 

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად აგებს მოახლოებულ არჩევნებს
შემდეგი სტატიავოლსკი: ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია, მათ ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპეს