უდუმაშვილი: რაში სჭირდება “ქართულ ოცნებას” კვირაში სამჯერ ახალ-ახალი კვლევების გამოქვეყნება, ეს კვლევები ღიმილს იწვევს

“ნაციონალური მოძრაობის” მცხეთის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს და ქვეყნის ბედი სწორედ მაშინ გადაწყდება.

“რაში სჭირდება “ქართულ ოცნებას” კვირაში სამჯერ ახალ-ახალი კვლევების გამოქვეყნება. ეს ერთადერთ მიზანს ისახავს, რომ საკუთარი მხარდამჭერები გაამხნევონ საარჩევნოდ.

ეს კვლევები და ამის გამოქვეყნება უბრალოდ ღიმილს იწვევს. დაველოდოთ 2 ოქტომბრის არჩევნებს, სადაც ჩვენი მოსახლეობა დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარ არჩევანს გააკეთებს,”- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია, მათ ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპეს
შემდეგი სტატიამელაძე: ფაილებში ჩემი სატელეფონო მოსმენის შიფრებია