ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამარტივებს ქონებისა და აქტივების ჩამორთმევას სანქცირებული პირებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომხრეების ქონების ჩამორთმევის უფლებას იძლევა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კერძოდ, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ახალი კანონი საშუალებას იძლევა, იმ ადამიანების ქონებისა და აქტივების კონფისკაცია განხორციელდეს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინაში.

უმაღლესმა რადამ კანონპროექტი 12 მაისს დაამტკიცა.

„იმ სანქცირებული პირების აქტივების იდენტიფიცირებისა და კონფისკაციის პროცედურა, რომლებიც ამა თუ იმ გზით, მხარს უჭერენ ოკუპანტების აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, საშუალებას მოგვცემს, სწრაფად და ეფექტურად შეავსოთ უკრაინის ბიუჯეტი მტრების ხარჯზე. კანონი ითვალისწინებს მკაფიო მითითებებს ამ პროცესზე პასუხისმგებელი ორგანოებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კანონის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივებს, რომლებიც ბლოკირებას ექვემდებარება, იუსტიციის სამინისტრო მოიძიებს. დოკუმენტის მიხედვით, ასეთ საქმეებზე სასამართლო პროცესს უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლო წარმართავს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიამედიის ცნობით, ვიქტორ მედვედჩუკმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა