ვოლოდიმირ ზელენსკიმ 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სანქცირებულ კომპანიებს შორის ბევრია სარემონტო ქარხანა.

უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის 51 მოქალაქეს, მათ შორის მეცნიერებს და ქარხნების გენერალურ დირექტორებს. ფიზიკური პირების გარდა, სანქციები გაფართოვდა 220 იურიდიულ პირთან მიმართებაში, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსეთთან.

სანქციების სიაში მოხვდა რუსული კომპანია მობილური ტელესისტემების და რუსეთის რკინიგზის უწყებები, ასევე ბელარუსული კომპანიები.

banner
წინა სტატიაშითურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
შემდეგი სტატიაჩემი ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ლუკაშენკო კლინიკაში გადაიყვანეს – ბელარუსელი ოპოზიციონერი