ჩემი ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ლუკაშენკო კლინიკაში გადაიყვანეს – ბელარუსელი ოპოზიციონერი

ბელარუსელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვალერი ცეპლაკო აცხადებს, რომ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კრიტიკულ მდგომარეობაში მოსკოვის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

“ჩვენი ინფორმაციით, რომელიც დამატებით დადასტურებას საჭიროებს, პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ, სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც ის ამჟამად იმყოფება. . მაქსიმალური ძალისხმევა გაკეთდა მის უკან დასაბრუნებლად, თუმცა ექიმების შეფასებით ლუკაშენკოს მდგომარეობა არატრანსპორტირებადია”, – დაწერა ცეპლაკომ.

მოგვიანებით ცეპლაკომ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის აპარატის ცენტრალურ დირექტორატში ლუკაშენკოს კლინიკაში გადაყვანას სამედიცინო შემოწმებით ხსნიდნენ.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკიმ 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიაკობახიძე – იმედი მაქვს, ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი