ვლადიმირ ზელენსკი – მე მიყვარს საქართველო

მე მიყვარს საქართველო, – ამის შესახებ უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატმა, შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ზელენსკიმ არჩევანი რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

„მე მიყვარს საქართველო. ძალიან მომწონს უკრაინული, ქართული და იტალიური სამზარეულო. საშიშია საქართველოში ჩამოსვლა, რადგან როცა ჩამოვდივარ, მინიმუმ ოთხი კილოგრამით მეტი ვბრუნდები.​ ძალიან მომწონს თბილისი და მცხეთა. თუ არ ვცდები, საქართველოს ძველი დედაქალაქია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს უკრაინის 35 მილიონი ამომრჩეველი ხუთი წლის ვადით აირჩევს ქვეყნის ლიდერს. ამ თანამდებობაზე კენჭს სულ 39 კანდიდატი იყრის. მათგან ფავორიტები შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არიან.

ქვეყნის მასშტაბით სულ გახსნილია 29 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი. ხმის მიცემის პროცედურა უკრაინის დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათზე ყველა უბანი უკვე დახურული იქნება (თბილისი დროით 21:00). სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი ეგზიტპოლების შედეგები.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, მეორე ტური დაინიშნება. თუ ეს ასე მოხდება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პოლიტოლოგებისა და ექსპერტების პროგნოზებით, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა პირველ ტურში სავარაუდოდ ვერ გამოვლინდება.

წყარო:www.1tv.ge

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მეორე საჯარო სკოლასთან ახლოს ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ზვიადი ებრძოდა საბჭოთა იმპერიას და საბჭოთა იმპერიის გაგრძელებაა დღევანდელი პუტინის რუსეთი