ვლადიმერ ბორცვაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ვლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა.

არსებული ინფორმაციით, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.

ვლადიმერ ბორცვაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2019 წლის 6 თებერვალს დაინიშნა. 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე ბორცვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ უელსის მკვიდრი გერმანელი გოგონასთვის, რომელიც ინტერენტში დააბულინგეს, ფულს აგროვებს
შემდეგი სტატიამოგზაური-ბლოგერების გამო ბავარიაში ხუთი წლით აკრძალეს ჩანჩქერთან მისვლა