მოგზაური-ბლოგერების გამო ბავარიაში ხუთი წლით აკრძალეს ჩანჩქერთან მისვლა

გერმანიაში ბავარიის ფედერალური მიწის ხელისუფლებამ ხუთი წლით აკრძალა კენიგსბახის ჩანჩქერთან და მის ირგვლივ დაახლოებით 10 ჰექტარზე მისვლა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბარხტესგადენის ეროვნული პარკი ინფლუენსერებისა და მოგზაური-ბლოგერებისგან ძალიან დაზიანდა.

ადრე ჩანჩქერთან მხოლოდ ადგილობრივები მიდიოდნენ. გასულ სეზონზე კი ფოტოების გადასაღებად დღეში 350 ბლოგერი ადიოდა ჩანჩქერზე. მათ 3 კილომენტრზე ახალი ბილიკი გათელეს და მიწა ისე დააზინეს, რომ შესაძლებელია ქანების ჩამორეცხვა მოხდეს.

როგორც “დოიჩე ველე” წერს, არც იშვიათი ჯიშის ფრინველები იყვნენ ვიზიტორებით აღფრთოვანებულები.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივლადიმერ ბორცვაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიასლოვაკეთმა რუსეთს უკან მიყიდა “სპუტნიკ V”