სამხრეთ უელსის მკვიდრი გერმანელი გოგონასთვის, რომელიც ინტერენტში დააბულინგეს, ფულს აგროვებს

სამხრეთ უელსის მკვიდრი გერმანელი გოგონასთავის ფულს აგროვებს, რომ ის მიიწვიოს და “აჩვენოს, რომ ბრიტანეთში ყველა არ არის საშინელი”.

საქმე ეხება ინგლისის გუნდის ფანატების მიერ ფოტოზე დატოვებულ კომენტარებს, სადაც გერმანიის პატარა ფანატი ევროზე საყვარელი გუნდის წაგების შემდეგ ტირის.
ინგლისის გუნდის ყოფილმა მოთამაშემ გარი ლინეკერმა (Gary Lineker) “ტვიტერზე” დაწერა: “აბსოლუტურად ამაზრზენია. საშინელი ქსენოფობიაა”.

ჯოელ ჰიუზმა დღეის მონაცემებით 8 ათასი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა გოგონას “სასიამოვნო გამასპინძლებისთვის”. 51 წლის ბიზნესმენმა “ბიბისის” განუცხადა, რომ მან უყურა მატჩს, ეს კარგი თამაში იყო, ისმოდა გარკვეული ნეგატიური ატმოსფერო, სტვენა და მსგავსი, მაგრამ ამაზე მეტი არ მიფიქრია” – ამბობს ჯოელ ჰიუზი. “მაგრამ შემდეგ ვნახე ამ გოგონას ფოტოს როგორ იყენებდნენ სიძულვილის გამოსახატავად და ვთქვი “უკვე სამკარისია”.

ჰიუზმა თქვა, რომ მისი აზრით ბრიტანეთი “ასეთ აუტანელ ქვეყანად გადაიქცა” და რომ “ახლა იქ ბევრი ქსენოფობიაა”.
“ჩვენ მართლა გვყავს იდიოტების მცირე რაოდენობა, რომლებიც ბრიტანეთს საერთაშირისო არენაზე სახელს უტეხენ, ევროპაში ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებთან ურთიერთობებს აფუჭებენ… დიდი ბრიტანეთში არის რაღაც კარგი… მე სამყაროს შეცვლას არ ვცდილობ… თუკი შევძლებ ამ გოგონას სახეზე ღიმილის დანახვას ან მის მშობლებს გავაგებინოთ, რომ ბრიტანეთში ნამდვილად არიან კარგი ადამიანები, მაშინ, ჩვენ ერთი რაღაც მაინც გავაკეთეთ”…

თუკი გოგონას ვერ იპოვიან ან მისი ოჯახი არ მოინდომებს კონტაქტზე გამოსვლას, ჰიუზი თანხას შესწირავს საქმეს, რომელიც კამპანიის სულს შეესაბამება – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშილომჯარია – არ ვაპირებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყო
შემდეგი სტატიავლადიმერ ბორცვაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა