ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით შეიქმნას „ოქროს სია“

პარტია ,,ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას „ოქროს სია“.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, „ოქროს სიაში“ უნდა შევიდეს ყველა საჯარო მოხელე, რომელიც ქვეყნის კურსის ცვლილების გამო დატოვებს თანამდებობას და ექნება სახელმწიფოს სამსახურში დაბრუნების პირობა.

“გამოვდივარ ინიციატივით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე: შეიქმნას ოქროს სია. ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთოს დეკლარაცია, რომ ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც ქვეყნის კურსის ცვლილების გამო დატოვებს თანამდებობას ექნება სახელმწიფოს სამსახურში დაბრუნების პირობა. ახლა ეს ნაბიჯები ნამდვილი პატრიოტობის გამოვლინებაა და ასეთი ხალხი სახელმწიფო სამსახურში გვჭირდება“, – წერს ანა დოლიძე Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშივხედავთ ძალადობას, ოპონენტების ცემას, დაშინებას, დარბევას, რეპრესიებს, რაც ავტორიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი – პრეზიდენტი
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მივესალმები ჯავახიშვილის სწორ და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს