ვითომ აზერბაიჯანისა და ჩვენი პრობლემაა, მაგრამ ესეც რუსეთისგან მომდინარეობს – მეუფე იაკობმა დავით გარეჯის საკითხზე ბრიუსელში ისაუბრა

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის პრობლემის მოგვარების გზებზე ბრიუსელში ისაუბრა.

სასულიერო პირის თქმით, თუ ხელისუფლება საქართველოს ინტერესებს ვერ იცავს, ეკლესია მზად არის თავად დაიწყოს მოლაპარაკება აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. მეუფე იაკობი გარეჯის პრობლემაში რუსულ კვალს ხედავს:

“არის ასევე საკითხი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე, ვითომ აზერბაიჯანისა და ჩვენი პრობლემაა, მაგრამ ესეც რუსეთისგან მომდინარეობს და ჩვენ ველოდებით სახელმწიფოს, თუ რას მიაღწევს მოლაპარაკებებით აზერბაიჯანთან. თუ სახელმწიფოს არ გამოუვიდა, ჩვენც გვაქვს ურთიერთობები და ალბათ ვიზრუნებთ, რომ სტატუს კვო, რაც აქამდე იყო, ამის აღდგენაზე ვიზრუნოთ და მე ვფიქრობ, რომ მიღწევადია ეს,” – განაცხადა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშიევროპული საქართველო-ჩვენს ოფისს სუს-ი უთვალთვალებდა, ვითხოვთ საქმის აღძვრას
შემდეგი სტატიაკუმისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს-არსებობს ვარაუდი ,რომ მამაკაცი მოკლულია