მესმის, რომ ხალხს პოლიტიკოსებზე მეტად ფეხბურთელები უყვარს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ მათი მოედანი არაა ეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, პოლიტიკოსების გასაკეთებელს სპორტსმენები ვერ გააკეთებენ“.
„სპორტსმენები ვერ და არ გააკეთებენ იმას რაც პოლიტიკოსების გასაკეთებელია. მესმის, რომ ხალხს პოლიტიკოსებზე მეტად ფეხბურთელები უყვარს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ მათი მოედანი არაა ეს, ამიტომ ჯერ უგულშემატკივრეთ და მერე მოსთხოვეთ პასუხიც იმას, ვისი მოედანიცაა“, – განაცხადა ხვიჩიამ.