კუმისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს-არსებობს ვარაუდი ,რომ მამაკაცი მოკლულია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში , 41 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დავით ხაბაზია,რომელიც ოჯახის წევრების ცნობით, რამდენიმე დღის წინ მეგობრის სახლში იმყოფებოდა,სადაც ხანძარი გაჩნდა. ოჯახი ვარაუდობს,რომ მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცეცხლი კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.

 

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 188 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივითომ აზერბაიჯანისა და ჩვენი პრობლემაა, მაგრამ ესეც რუსეთისგან მომდინარეობს – მეუფე იაკობმა დავით გარეჯის საკითხზე ბრიუსელში ისაუბრა
შემდეგი სტატიაბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ოჯახის კომპანიამ მერიისგან 23 მილიონზე მეტი მიიღო