ვითარება “ოცნების” ოფისთან-ივანიშვილისა და ელჩების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან  “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის პარალელურად ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ქუჩის პროტესტი არ წყდება.   “ოცნების” ოფისთან,სადაც სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად განიხილავენ,მოქალაქეები აქციას მართავენ.  შეიძლება ითქვას,რომ შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

აქცია-პერფორმანსის ფარგლებში, “ოცნების” ცენტრალურ ოფისთან  ოპოზიციის მხარდამჭერები,სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილები.

 

მოქალაქეები ელჩებისგან ითხოვენ,რომ პარტიის ლიდერზე გავლენა მოახდინონ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდონ.

შეგახსენებთ,პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება.

 

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ოფისთან აქტივისტებს აკავებენ