გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ლიპყინული, დაბალი ტემპერატურა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემზავრა
შემდეგი სტატიავითარება “ოცნების” ოფისთან-ივანიშვილისა და ელჩების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს