„ქართული ოცნების“ ოფისთან აქტივისტებს აკავებენ

„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ელჩებს ხვდება, სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის მოძრაობა “შეცვალეს“ სამი წევრია დაკავებული.

ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, ცნობილია 2 დაკავებულის ვინაობა – ნიკუშა ფარულავა და ბექა პაპაშვილი. მესამე დაკავებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა “ქართული ოცნების” ოფისი დატოვეს. მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტები დიპლომატებს მოუწოდებდნენ განეხორციელებინათ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, რათა ქვეყანაში ვადამდელი პროპორციული არჩევნები ჩატარდეს.

banner
წინა სტატიაშივითარება “ოცნების” ოფისთან-ივანიშვილისა და ელჩების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა – “ქართული ოცნება” ფოტომასალას ავრცელებს