,ვისურვებდი, როცა არასამთავრობოები ამბობენ, რომ რაღაც არ მოსწონთ, თვითონ შემოგვთავაზონ თავისი ვარიანტი”

ვისურვებდით, როცა არასამთავრობოები ამბობენ, რომ რაღაც არ მოსწონთ, თვითონ შემოგვთავაზონ თავისი ვარიანტი და გვითხრან რა მოსწონთ, რაც იშვიათად ხდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ არასამთავრობო სექტორის შენიშვნებზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით დასაბუთება არ ხდება მოსამართლეთა შერჩევის სისტემაში.
ბარამიძის თქმით, პაკეტი, რომელიც უკვე პარლამენტშია მოიცავს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის ახლებურ წესს, რომელიც ქულათა მინიჭების არსებულ სისტემაზეა აგებული.
“რაც შეეხება არასამთავრობოების პოზიციას, რომ რაღაც არ მოსწონთ, ვისურვებდით, რომ როცა ამბობენ, რომ რაღაც არ მოსწონთ, ასევე გვითხრან რა მოსწონთ და თვითონვე შემოგვთავაზონ თავიანთი ვარიანტი, რაც იშვიათად ხდება”, – განაცხადა ბარამიძემ.
სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მასპინძლობს. ფორუმის თემაა სასამართლო სისტემის გამოწვევები. ფორუმს ესწრებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაშიაქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილის და მისი მარიონეტების ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის ზიანის მომტანი”