აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქე ადრანიკ ასატურიანი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამტრედიაში აქციზური მარკის გარეშე, უკანონოდ გადაზიდა და მოქალაქეზე გაასაღა 4800 კოლოფი სიგარეტი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილმა NDI-ის კვლევის შედეგების შესახებ კომენტარი არ გააკეთა
შემდეგი სტატია,ვისურვებდი, როცა არასამთავრობოები ამბობენ, რომ რაღაც არ მოსწონთ, თვითონ შემოგვთავაზონ თავისი ვარიანტი”