ვირთხებს ჰგავდით შეშინებულები – ჭოხონელიძე “ქართულ ოცნებას”

მომღერალი, თამრიკო ჭოხონელიძე ხელისუფლებას, გუშინდელი სადამსჯელო ღამის შემდეგ მიმართავს.

“ვირთხებს ჰგავდით შეშინებულები, ნაყიდი, რაღაცნაირად დასუსტებულები და გაბოროტებულები და ძალიან მშიშრები. თქვენ რა ძალა გაქვთ? 5 კაცი დაესიეთ ერთ კაცს, არ გრცხვენიათ? ფუი, შევარცხვინე თქვენი ვაჟკაცობა. ეს როგორ გააკეთეთ, ასე როგორ გიყიდეს? ან ეს ყველაფერი ხომ ერთდღიანია? დარწმუნებული ვარ, ის მშობლები არიან თქვენი მშობლები ხახვზე და კარტოფილზე გაყიდულები. ამ ხახვებს ყურებზე თავად დაგაჭრიან. ვერავითარ შემთხვევაში თქვენი მონაგარი ვერ ჩამოირეცხავს იმ ძალიან დიდ ცოდვას, რასაც თქვენ ახლა თქვენივე თანამემამულეების წინაშე ჩადიხართ”, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.

banner
წინა სტატიაშიფსიქიატრი მიუყვანეთ მაგ კაცს – ვაშაძე ივანიშვილზე
შემდეგი სტატიალანძღავენ ნებისმიერ ადამიანს, მაშინ რისთვის სურთ ძალაუფლება? – ცაგარეიშვილი ფარულ ჩანაწერებზე