ვიქტორ დოლიძე მუშაობას ჟენევაში გააგრძელებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 12, 2017 13:01

ვიქტორ დოლიძე მუშაობას ჟენევაში გააგრძელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა წარადგინა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას აღნიშნული კანდიდატურის საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე.

უწყების ცნობით, დღეს ვიქტორ დოლიძეს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

ვიქტორ დოლიძე 2016 წლიდან დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. იგი გახლავთ კარიერული დიპლომატი და 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2012 წელს ვიქტორ დოლიძე გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, სხვადასხვა დროს ეკავა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის, ავსტრიასა და საბერძნეთის რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციები. პოლიტიკურ მოღვაწეობამდე ვიქტორ დოლიძე ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას. 2005-2009 წლებში გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიისა და უნგრეთისრესპუბლიკებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. 2004-2005 წლებში ასევე გახლდათ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტისდირექტორი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 12, 2017 13:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,743
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics