შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ს.გ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 47 აბი ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე მუშაობას ჟენევაში გააგრძელებს
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორის მოადგილე: განსაკუთრებული გარემოება, რომ სააკაშვილის ექსტრადიციაზე განმეორებით მივართოთ უკრაინას, არ არსებობს