ვიოლა ფონ კრამონი – ძალიან კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილ რეფორმებს შეასრულებს, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავ, შერჩევით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ

ვფიქრობ და იმედს ვიტოვებ, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმები შესრულდება შემდეგ არჩევნებამდე. როდესაც „ქართული ოცნება“ მზად იქნება, რეფორმები განახორციელოს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ეს ნამდვილად არ ამართლებს ხელშეკრულების ცალმხრივ გაუქმებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მან უპასუხა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად დამაჯერებელია მისთვის მმართველი პარტიის განცხადებები, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის მიუხედავად, შეასრულებენ ვალდებულებებს და ასევე, დამაჯერებელი იქნება თუ არა, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ ხმათა 43%-ზე მეტის აღება.

„წინააღმდეგი არ ვარ, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს. ჩემი გადასაწყვეტი ეს არ გახლავთ, ეს გახლავთ ბრწყინვალე ქვეყნის ამომრჩეველთა ხელში. ჩემთვის მისაღებია, კითხვა აქ არ მაქვს. სანდოობა რამდენად ექნება პარტიას, რომელმაც ჯერ ხელი მოაწერა, მერე გავიდა და მერე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა, ჩვენ მაინც ვალდებულებას ვიღებთ ჩვენ თავზე, ამ პარტიის სანდოობა როგორი იქნება? შეასრულონ ყველა რეფორმა, რაც იყო ჩამოთვლილი, ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავ, ისინი ძალიან შერჩევით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა ხელშეკრულებით გაწერილი პუნქტები ნათელი დარღვევაა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი არ არიან ერთგული იმ რეფორმების, რომლებიც ჩამოთვლილია ხელშეკრულებაში. იგივე ეხება საარჩევნო კოდექსს, საარჩევნო რეფორმას. ეს უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში, საქართველოს ამომრჩეველთა ინტერესებში. ვფიქრობ და იმედს ვიტოვებ, რომ ეს რეფორმები შესრულდება შემდეგ არჩევნებამდე. როდესაც მზად იქნებიან, რეფორმები განახორციელონ, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ეს ნამდვილად არ ამართლებს ხელშეკრულების ცალმხრივ გაუქმებას“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

წყარო: პირველი არხი

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი – 2012 წელს, როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, ჩვენ დავინახეთ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და დღესაც ამას ვხედავთ
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი: დღეს რომც გვინდოდეს ხელმოწერა დოკუმენტზე, რას უნდა მოვაწეროთ, აღარ არსებობს, ანულირებულია დოკუმენტი