ზაალ უდუმაშვილი: დღეს რომც გვინდოდეს ხელმოწერა დოკუმენტზე, რას უნდა მოვაწეროთ, აღარ არსებობს, ანულირებულია დოკუმენტი

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ჯერჯერობით პარტიაში არ გამართულა კონსულტაცია, მოაწერენ თუ არა ხელს ახლა მმართველი გუნდის მიერ ანულირებულ შეთანხმებაზე.

„ჩვენ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე პარტიაში და მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას. უბრალოდ დღეს რომც გვინდოდეს ხელმოწერა დოკუმენტზე, რას უნდა მოვაწეროთ, აღარ არსებობს, ანულირებულია დოკუმენტი. მეორე, აქ მთავარი ის კი არ არის, „ნაციონალური მოძრაობა“ მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს, მთავარია, „ქართული ოცნება“ დაბრუნდება თუ არა ამ დოკუმენტის ჩარჩოში, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ დაუდია ეს შეთანხმება არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც მხოლოდ იმ პარტიებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს. უპირველეს ყოვლისა, ეს დოკუმენტი დაიდო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ისინი „გადააგდო“ „ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, ახლა მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ დაბრუნდეს შეთანხმების ჩარჩოებში და შემდგომ ვიმსჯელოთ უკვე ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი – ძალიან კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილ რეფორმებს შეასრულებს, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავ, შერჩევით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ
შემდეგი სტატიავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ოცნებამ ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები 2022 წელს