ვიოლა ფონ კრამონი – 2012 წელს, როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, ჩვენ დავინახეთ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და დღესაც ამას ვხედავთ

მე ყოველთვის ვთხოვდი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის, თუ არ სურთ პოლარიზაცია ქვეყანაში, ისინი უნდა შეუერთდნენ აღნიშნულ ხელშეკრულებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, 2012 წელს, ჯერ კიდევ, როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, ჩანდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და დღესაც იმავე ჩანს.

„რაც შეეხება მიმდინარე სიტუაციას, ოპოზიცია ნამდვილად არ ხელმძღვანელობდა 5 ივლისის მოვლენებს. ჩვენ რაც ვიხილეთ, რაც მოვისმინეთ, რასაც გვეუბნებოდნენ ჩვენი კოლეგები, რაც ვიდეოებში ვნახეთ, ეს არის გადასვლა მარჯვნივ, ეს არის კომპრომისის არ ძიება. ვისმენთ რა სხვადასხვა ხმებს წინასაარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით, 2012 წელს, ჯერ კიდევ, როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, ჩვენ დავინახეთ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და დღესაც ამას ვხედავთ. 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ გვქონდა შეშფოთებები დემოკრატიულობასთან დაკავშირებით, მაგრამ მოხდა დემოკრატიული წინსვლა და მმართველი პარტია დამარცხდა. ამჟამად, ცხრა წლის შემდეგ, ჩვენ დავუბრუნდით იმავე სიტუაციას, სადაც ვიყავით ცხრა წლის წინ, ეს არის დემოკრატიული განვითარება, ეს არის კანონის უზენაესობის საკითხები, ეს არის საჯარო რესურსების შესაბამისად გამოყენება და ფაქტობრივად, იმ ძველ მდგომარეობასთან ხდება მიბრუნება. პირადად მე, ნამდვილად გული მწყდება იმ მდგომარებაზე, სადაც ამჟამად ვიმყოფები და ალბათ, ეს არ გახლავთ ის პასუხი, რომელსაც თქვენ ელოდით ჩემგან“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი: „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ძალიან მოულოდნელი და დამაზიანებელი ნაბიჯი საქართველოს ინტერესებისთვის
შემდეგი სტატიავიოლა ფონ კრამონი – ძალიან კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილ რეფორმებს შეასრულებს, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავ, შერჩევით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ