ვინმეს თუ მუშაობა ეზარება, ეს მისი პრობლემაა – ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას პასუხობს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 15, 2019 16:59

ვინმეს თუ მუშაობა ეზარება, ეს მისი პრობლემაა – ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას პასუხობს

ვინმეს თუ მუშაობა ეზარება, ეს მისი პრობლემაა, – ამ განცხადებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას გამოეხმაუარა, რომელმაც მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საკუთარი კანონპროექტის შაბათ დღეს განხილვაზე უარი თქვა.

მისი თქმით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ბესელიას, კვირა დღესაც კი ჩაუტარებია კომიტეტის სხდომა.

,,თუ კონკრეტული დეპუტატი კანონპროექტს წერს, მას იმის უნარიც უნდა ჰქონდეს, წარადგინოს წამყვან კომიტეტზე და დაასაბუთოს თავისი პოზიცია. თუ ვინმეს მუშაობა ეზარება, ეს მისი პრობლემაა. რაც შეეხება შაბათს სხდომის დანიშვნას, შაბათ დღეს კი არა, კვირასაც აქვს კომიტეტის სხდომა ჩატარებული ქალბატონ ეკას. შეგიძლიათ სტატისტიკა იურიდიული კომიტეტიდან გამოითხოვოთ.

დაჩქარებულად არც ერთი კანონპროექტი არ უნდა განვიხილოთ, როდესაც არის ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტები. შესაბამისად, ყველა პროცედურის დაცვით მიმდინარეობს კანონპროექტების განხილვა. მიგვითითოს ვინმემ ნორმა, რომელი ნორმა ირღვევა და სად ვჩქარობთ. რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობს განხილვა. მას თუ მიაჩნდა, რომ ეს არის პრობლემა, რატომ გამოცხადდა მაშინ დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე და რატომ წარმოადგინა კანონპროექტი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია არ აპირებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მის მიერ მომზადებული კანონპროექტი ხვალ, შაბათ დღეს ჩანიშნულ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიტანოს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 15, 2019 16:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,222
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics