“ევროპული საქართველო” სწორედ იმ მოდელს გთავაზობთ, რომლითაც ჩინჩალაძის კლანი ვერავის ვერ დაბლოკავს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 15, 2019 16:54

“ევროპული საქართველო” სწორედ იმ მოდელს გთავაზობთ, რომლითაც ჩინჩალაძის კლანი ვერავის ვერ დაბლოკავს

საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე იმსჯელეს.

ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებულ ინციატივის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები შერჩეულები და დასახელებულები უდა იყვნენ სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრების მხრიდან. ამის შემდეგ კი პროცესმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის თქმით, მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშრებით სრული პასუხისმგებლობა პარლამენტმა უნდა აიღოს.

„ევროპული საქართველო სწორედ იმ მოდელს გთავაზობთ, რომლითაც ჩინჩალაძის კლანი ვერავის ვერ დაბლოკავს. იცით, როგორი რეალობა გექნებათ – პარლამენტში თქვენ წარმოგედგინებათ ჩინჩალაძის კანდიდატურაც, გვირიტიშვილის კანდიდატურაც, მიქაუტაძის კანდიდატურაც და ჯანეზაშვილის და დოლიძის და გელაშვილის კანდიდატურებიც. არავინ არაფერს არ დაგიბლოკავთ,“ – ამბობს ოთარ კახიძე.

პარლამენტი დღეიდან იმ სამი კანონპროექტის განხილვას იწყებს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებია გაწერილი.

ერთი დოკუმენტი ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის 6-მა დეპუტატმა მოამზადეს, მეორე კანონპროექტის ავტორები, ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები არიან, მესამე პროექტი კი “ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 15, 2019 16:54

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


12,288
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics