ირაკლი ღარიბაშვილმა და ტოივო კლაარმა შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებას, ასევე არსებული გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებს.

ამასთან, ტოივო კლაარმა, ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

„ირაკლი ღარიბაშვილს ადრეც შევხვედრივარ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინიტრის პოსტს იკავებდა. მე მას მივულოცე ახალ პოზიციაზე დანიშვნა. შეხვედრაზე ფართოდ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ჩემი მოვალეობები და ის ვითარება, რაც კონფლიქტების მიმართულებით არსებობს.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობა. ჩემი, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარის მოვალეობაა დიალოგის უზრუნველყოფა და დახმარება კონფლიქტების გადაჭრის პროცესში“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.

ამასთან, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა

banner
წინა სტატიაშივინმეს თუ მუშაობა ეზარება, ეს მისი პრობლემაა – ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას პასუხობს
შემდეგი სტატიასაქართველოს შს სამინისტრო ხურვალეთში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს