ვინ იქნება “სამთავრობო” ოპოზიციის ლიდერი?!

რას უპირებს ივანიშვილი კალაძეს?!

2020 წელი პოლიტიკურად რომ ძალიან ცხელი წელი იქნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება. რამდენიმე პოლიტიკოსისთვის ეს წელი გამორჩეულად მძიმე იქნება. ერთ-ერთი მათგანი, ვისაც 2020 წელს მძიმე გზის გავლა მოუწევს კახა კალაძეა.  სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვით და უზრდელური გამოხდომებით, მან ოპოზიციის და ხალხის რისხვა დაიმსახურა, მაგრამ ეს მისთვის არაფერს ნიშნავს. სამაგიეროდ ძალიან შეწუხდა როცა გაიგო, რომ ამის გამო ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა და კალაძის უზრდელური გამოხდომები ივანიშვილს დიდად არ შეაწუხებდა, ამას მისი პირადი რეიტინგისთვის რომ არ დაერტყა. თბილისის მერი თავისი უწესო ქმედებებით სერიოზულად ურტყამს მთავარი მეოცნებეს რეიტინგს და ისიც გაბრაზდა.

თბილისის მერის ბოლო გამოხდომებმა კი მთავარი მეოცნებე სულ გამოიყვანა წყობილებიდან. “ტოტებგაპუწული”  მთავარი ნაძვის ხე შეიძლება მართლა ტრენდულია, მაგრამ იმდენი ნამდვილად არ ღირს, რამდენადაც ის კალაძემ იყიდა. თავად ამბობს, ამდენი მივეციო.

გაპუწულმა ნაძვის ხემ ისე გააბრაზა ივანიშვილი, რომ მისი ჩამომტანი 25 დეკემბერს სვეტიცხოველშიც არ წაიყვანეს. სადაც მთავარი მეოცნებე მთავრობასთან ერთად დიდრონი სანთლებით ხელში ილია მეორის აღსაყდრების 42 წლისთავს ზეიმობდა.

კულმინაცია კი 30-31 დეკემბრის ღამე იყო, როცა კალაძის ბრძანებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან შვილმოკლული მამის კარვები აიღეს და მის ადგილზე საზაფხულო ატრაქციონები აღმართეს. ყველზე შთამბეჭდავი კი ლურჯი ზვიგენის გამოსახულებიანი ატრაქციონი იყო. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ კალაძემ ეს შეგნებულად გაუჩალიჩა ივანიშვილს. ეს უკანასკნელი მოგეხსენებათ რომ ზვიგენთან არის ასოცირებიულ.

ამან ივანიშვილი განარისხა და ამიტომაც შეცვალა თბილისის თავმა სასწრაფოდ ატრაქციონები. მაგრამ კადრები დარჩა და ოპოზიცია ამ ფოტოებს აქტიურად აფრიალებს.

როგორც „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერთან“ საუბარში ამბობს, მთავარი მეოცნებე თბილისის მერს დიდი ხანია რაც შემოსწყრა. მმართველ პარტიაში ყველამ იცის და არც ივანიშვილისთვის არის დამალული რომ კალაძე დამოუკიდებელი თამაშის დაწყებას ცდილობს.

-კალაძეს ივანიშვილი ენდობოდა და საკმაოდ ბევრი უფლებები მისცა. მან ეს უფლებები სათავისოდ გამოიყენა და გაძლიერდა. იმაზე მეტად გაძლიერდა, ვიდრე ეს საჭირო იყო. ახლა ივანიშვილი მის გაჩერებას აპირებს. დაახლოებით იგივე მოხდება, რაც 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მოხდა. ამ ადამიანმა ერთ მშვენიერ დღეს ივანიშვილის მოთხოვნით პრემიერის თანამდებობა დატოვა. კალაძემაც შეიძლება იგივე გააკეთოს. განსხვავება ისაა, რომ ღარიბაშვილი „ოცნებაში“ უყვარდათ, კალაძეს კი დასანახავად ვერ იტანენ,- ამბობს ჩვენი წყარო.

მისი ინფორმაციით, კალაძის უფლებების შეზღუდვა მალევე დაიწყო რაც ის თბილისის მერი გახდა.

-კალაძეს ენერგეტიკის სამინისტროში სერიოზული ინტერესები აქვს. როდესაც მერის პოსტზე კენჭისყრა გადაწყვიტა, ეს უწყება თავის ერთგულ კაცს ჩააბარა და მინისტრის პოსტზე ილია ელოშვილი გამოჭიმა. აპირებდა ეს სისტემა ეკონტროლებინათ, მაგრამ ივანიშვილმა ოსტატურად შეუკრა ამ ფრონტზე ხელ-ფეხი ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთა. უმუშევრად დარჩენილი ელოშვოლი კალაძემ მოადგილედ წაიყვანა, – ამბობს „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო.

მისი თქმით, მთავარი მეოცნებე ახლა უფრო სერიოზულად იმოქმედებს. რადგანაც მას მიუტანეს ინფორმაცია, რომ კალაძე მის წინააღმდეგ რაღაცებს ხლართავს.

– სოციალურ ქსელში უკვე დაიწერა იმის შესახებ, რომ კალაძე ივანიშვილის ჩამოგდებას უჭერს მხარს. ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კალაძე ოპოზიციას სმს-ებს წერს, ივანიშვილის ჩამოგდებას თუ აპირებთ, მეც დაგეხმარებით. არ ვიცი მართალია თუ არა ეს, მაგრამ ივანიშვილამდე უკვე მივიდა ეს ამბავი, -აღნიშნავს ჩვენი წყარო.

ივანიშვილი კი ძალიან ეჭვიანია ბუნებით და ამას ასე იოლად არ გაატარებს. ასევე არ დაგავიწყდეთ კომოს ტბის სკანდალი. თბილისისკენ მომავალი არჩილ თალაკვაძე ხალხმა დააფიქსირა, სადაც ის ვიღაცას ტელეფონში ეუბნებოდა, მთავრია იმ “დედაიმასქნილმა” არ გაიგოს კალაძესთან ერთად რომ ვარო. გინების ადრესატი თვითმხილველების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი იყო.

„ოცნებაში“ იმასაც ამბობენ რომ ივანიშვილი სწორედ კალაძემ და თალაკვაძემ დაარწმუნეს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე უარი ეთქვა. მთავარი მეოცნებე ამხელა სკანდალს არ ელოდა და ახალ პასუხს არჩილ და კახა კომოსტბრილელბს სთხოვს.

მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილი კალაძეს გადადგომას აიძულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დღის წესრიგში მისი დაპატიმრების საკითხი დადგეს. მთავარი მეოცნებეს კარზე რომ თბილისის მერის დაჭერა განიხილებოდა, ამის შესახებ გასული წლის ბოლოს გაზეთი “ალიაც“ წერდა.

„თაიმერს“ „ოცნების“ კულუარებში ისიც უთხრეს, რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი თამაშია და კალაძის ოპოზიციაში გადასასვლელად ფონი მზადდება. ივანიშვილს ახალ ისე სჭირდება თავის ოპოზიცია როგორც არასდროს.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: უზურპატორი უნდა დავამხოთ და ყველა უკანონო დავალების შემსრულებელი ციხეში
შემდეგი სტატიამაჩალიკაშვილი კალაძეს: შენს ძმას არანაკლებ ვეძებდი შენზე და ვწუხდი შენი ძმის ამბავს