ნიკა გვარამია: უზურპატორი უნდა დავამხოთ და ყველა უკანონო დავალების შემსრულებელი ციხეში

ჩემს პროცესზე დამხვდა ივანიშვილის მორიგი გასაბერი ზვიგენი გიორგი არევაძე. ეს ის მოსამართლეა, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეს იხილავს. ყოველ კვირას 2 პროცესი ჩანიშნა ერთი თვის განმავლობაში და პრაქტიკულად მუშაობა ამიკრძალა.

მთავარი არხის პარალიზება და არასასურველი პირისთვის დროულად ყალბი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა – ესაა ამ ნაძირალა ფსევდომოსამართლის ამოცანა.

უზურპატორი უნდა დავამხოთ და ყველა უკანონო დავალების შემსრულებელი ციხეში, მოსამართლიან პროკურორიანად!-წერს ნიკა გვარამია.

“რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. მოსამართლის განმარტებით, ნიკა გვარამიამ და ბექა ბასილაიამ სასამართლოს მიმართ უპატივცემლობა გამოიჩინეს.

ხმაური სასამართლო სხდომების თარიღის განსაზღვრას მოჰყვა. დაცვის მხარისთვის მოსამართლის მიერ გაწერილი სამუშაო განრიგი მიუღებელი აღმოჩნდა, ვინაიდან მათივე თქმით, იმ დღეებში, რომელ დღეებშიც მოსამართლემ სხდომები ჩანიშნა, ისინი სასამართლოში გამოცხადებას ვერ შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ დეიდის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა
შემდეგი სტატიავინ იქნება “სამთავრობო” ოპოზიციის ლიდერი?!