მაჩალიკაშვილი კალაძეს: შენს ძმას არანაკლებ ვეძებდი შენზე და ვწუხდი შენი ძმის ამბავს

თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

„ამ დრომდე კახი კალაძის მისამართით მისთვის მიუღებელი განცხადება არ გამიკეთებია, ყოველთვის ვცდილობდი მის მიმართ თავშეკავებული ვყოფილვიყავი გამომდინარე იქიდან, რომ ვიცოდი ამ კაცმა მეტ-ნაკლებად დაახლოებით ის გზა გამოიარა მოკლე დროის განმავლობაში, კიდე ხაზგასმით აღვნიშნავ მოკლე დროის განმავლობაში, რასაც ახლა მე გავდივარ.

კალაძე უმადურობაში ნუ ჩამითვლი (არც გაყვედრი, უმადურობა ადამიანში ყველაზე სუსტი ნებისყოფა და ძალიან იაფფასიანი ნაკლია, რაც მე დღეს შენში დავინახე), მე შენს ძმას არანაკლებ ვეძებდი შენზე და ვწუხდი შენი ძმის ამბავს, მაგრამ ეს ყველაფერი დრომ შეცვალა, დინებამ საპირისპიროდ დაიწყო დინება.

ფულებმა, ძალაუფლებამ დაგაბრმავა. შენ ცდილობ გქონდეს სპორტსმენის სახელი და პარალელურად გინდა გერქვას კაი ბიჭის სახელი. გინდა იყო ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირი და ამავდროულად გინდა იყო გამორჩეული პოლიტიკოსი. მაგრამ ისევ გეტყვი, არარაობა ხარ“, – მიმართავს მერს მაჩალიკაშვილი. ის კალაძეს მოუწოდებს, მას ეჩხუბოს და არა გარე მოვაჭრეებს.

„გაუბედურებულ გარე მოვაჭრეებს დაანებე თავი, მიეცი საშუალება ისუნთქოს „ქართული ოცნების“ მიერ ოცნება წართმეულმა ხალხმა. დიდი მადლობა იმ ყველა გარე მოვაჭრეს დიდი პატივისცემით მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი. ღმერთმა დაგლოცოთ!“, – წერს „ფეისბუკზე“ მაჩალიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშივინ იქნება “სამთავრობო” ოპოზიციის ლიდერი?!
შემდეგი სტატიასად გადადის ელისო კილაძე საცხოვრებლად?