“ვინ გაიყვანეს სათითაოდ დარბაზიდან და ვინ შემოვიდა სათითაოდ მთელმა საზოგადოებამ დაინახა”

ვინ გაიყვანეს სათითაოდ დარბაზიდან და ვინ შემოვიდა სათითაოდ დარბაზში მთელმა საზოგადოებამ დაინახა ეს ამბავი, -ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მელიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “პარლამენტში შემოვიდა იმისთვის, რომ თითოეული მმართველი გუნდის წარმომადგენელი საპარლამენტო დარბაზიდან გაიყვანოს“.

“აშკარაა, რომ დღეს ნიკანორ მელიამ ამ დარბაზში პირდაპირ განაცხადა თუ რა იყო ამ თვეების განმავლობაში და ივნისის მოვლენების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ამოცანა და მიზანი. პირდაპირ თქვა ციტატა, რომ ჩვენი პარლამენტიდან გაყვანა იყო მათი მთავარი ამოცანა. სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ აქ მოწყობილი დესტაბილიზაცია, ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე იყო იმისთვის მოწოდებული, რომ მოეხდინათ პარლამენტის საბოტაჟი და არადემოკრატიული გზით მიეღწიათ იმ ცვლილებებისთვის, რაც ასე ძალიან უნდათ წლების განმავლობაში. ეს არის მტკიცებულება, რომ 20-21 ივნისს მართლა ჰქონდა ადგილი პარლამენტზე შეტევა და ამის მიზანი იყო არა დამოუკიდებლობის დაცვა არამედ ის, რომ არჩევნებში დამარცხებულ პოლიტიკურ პარტიას როგორმე ძალადობით მიეღწია თავისი მიზნისთვის და როგორმე გავეყვანეთ აქედან. ვინ გაიყვანეს სათითაოდ და ვინ შემოვიდა სათითაოდ დარბაზში მთელმა საზოგადოებამ დაინახა ეს ამბავი.

ზუსტად 800 წლით ჩამორჩებით ევროპულ დროს, რადგან 800 წლის წინ ევროპაში პოლიტიკოსებმა და ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ როდესაც პარტია არჩევნებში მხარდაჭერას მიიღებს ის ვალდებულად თვლის თავს შევიდეს პარლამენტში და არ მოსვლიათ ამ ასწლეულების მანძილზე აზრად, რომ პარლამენტში იყოს არჩეული და ყოველგვარი მიზეზის გარეშე განაცხადონ, რომ არ უნდათ მონაწილეობა იმაში რისთვისაც აირჩიეს. თქვენ მოატყუეთ თქვენი ამომრჩევლები და ამის ფასს შემდეგ არჩევნებში აუცილებლად გადაიხდით. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, ვინც მოიქცა პასუხისმგებლიანად, თავი დააღწია პოლიტიკურ შანტაჟს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ამ რეჟიმის დამარცხება ჭეშმარიტად ეროვნული ამოცანაა
შემდეგი სტატიაკობახიძე მელიაზე: ვერ უშველეს, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ