კობახიძე მელიაზე: ვერ უშველეს, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ

პარლამენტში ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ “ქართული ოცნების” დეპუტატებმა გააკეთეს კომენტარები. მათ შორის იყო ირაკლი კობახიძეც, რომელმაც მელია რამდენჯერმე მოიხსენია კრიმინალად.

“შეგახსენებთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს კაცობის არავითარი ნიშანწყალი და სწორედ ამას უკავშირდება, მათ შორის, ის დანაშაულები, რომელიც მისი მხრიდან არის ჩადენილი და ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც ჩვენ დღეს ვისმენდით.

ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხსნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში. ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი. ასეთი პოლიტიკოსების და პარტიების მომავალი ქართულ დემოკრატიული სისტემაში არ არის და ვერ იქნება. საზოგადოება ყველაფერს გასცემს სათანადო პასუხს.

არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ. ყველას გახსოვთ ნიკანორ მელიას ეს ცნობილი ფრაზა. ყველას ისიც ძალიან კარგად გახსოვთ, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველეს ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ, ვერც ერთმა და ვერც მეორემ”. – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს.

“როგორც მოგიწიათ სხვა სიტყვების უკან წაღება, ზუსტად ასე მოგიწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის კანონის მიღება”. – თქვა კობახიძემ გამოსვლის დასასრულს.

 

 

banner
წინა სტატიაში“ვინ გაიყვანეს სათითაოდ დარბაზიდან და ვინ შემოვიდა სათითაოდ მთელმა საზოგადოებამ დაინახა”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გახსნა