ნიკა მელია: ამ რეჟიმის დამარცხება ჭეშმარიტად ეროვნული ამოცანაა

ამ რეჟიმის დამარცხება ჭეშმარიტად ეროვნული ამოცანაა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ  განაცხადა.

ნიკა მელია აცხადებს, რომ არჩევნებში “ოცნების” დამარცხებას შეძლებს.

“ეს არის მართლაც ეროვნული, ჭეშმარიტად ეროვნული ამოცანა ამ რეჟიმის დამარცხება და ვუთხარი და გავიმეორებ თქვენს ეთერში, რომ თუკი სადმე მართლა შეიძლება პატივი დავდო ამ ადამიანებს, არის ის, რასაც უკვე ვიმეორებ ბოლო დღეები, რომ ეროვნული ამოცანა გაგვიხადეს მათი დამარცხება. ადამიანები, რომელთა მთავარი ვნება არის მომხვეჭელობა. ადამიანები, რომელთა მთავარი ვნება არის მოპარვა ფულის, კორუფცია, ნეპოტიზმი… ჩვენი მთავარი ვნება არის ამ ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა, კეთილდღეობის გაზრდა და დოვლათის შექმნა და არ ჩამითვალოთ ქედმაღლობაში, მაგრამ მჯერა, ოპოზიციაში “ნაციონალურ მოძრაობაში” და არამხოლოდ, სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც ვხედავ, რომ არაერთ ლიდერს და წარმომადგენელს უნარი შესწევს, რომ გამოვიყენოთ ყველა სახის უპირატესობა რაც შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლის დროს გამოიყენო, – ამბობს მელია.

banner
წინა სტატიაშიზარქუა: მელიასგან გმირი არასდროს გამოვა, პრინციპები არ აქვს
შემდეგი სტატია“ვინ გაიყვანეს სათითაოდ დარბაზიდან და ვინ შემოვიდა სათითაოდ მთელმა საზოგადოებამ დაინახა”