ვინ დაარეპორტა ფეისბუქის პოსტი? – ჟურნალისტი ზურაბ ჯაფარიძეს ადანაშაულებს

ჟურნალისტი და ბლოგერი კახაბერ ადამია აცხადებს, რომ დილით მის მიერ სოციალურ სელში გავრცელებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ოპოზიციის ხელში არსებულმა ტროლ-ბოტთა ქარხანამ დაარეპორტა, რათა ეს ინფორმაცია ამომრჩეველის დიდ ნაწილთან არ მისულიყო.

– ბატონო კახა, თქვენ აცხადებთ, რომ თქვენი ფეისბუქპოსტი, რომელიც ამ დილით  სოციალურ ქსელში ვირუსივით გავრცელდა, რომელსაც ერთ საათში ასობით გაზიარება ჰქონდა და მალევე დაარეპორტეს, ამაში ოპოზიციაა დამნაშავე?

-ოპოზიციას არა… ხელისუფლების ნამდვილი ოპოზიცია სხვებთან ერთად მეც ვარ ამ ქვეყნად, ხელისუფლებასთან შეკრულ ე.წ. ოპოზიციას ვადანაშაულებ, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა. არამგონია ხელისუფლებას დაარეპორტებინა, მაგრამ თუ ხელისუფლების ნახელავია, მით უარესი მაგ გირჩისთვის, რადგან ეს პირდაპირ მიუთითებს რომ ხელისუფლების დაქვემდებარებაშია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს თავად ჯაფარიძემ გააკეთა… პოსტი, რომელიც დილით ფეისბუქზე დავდე, ეს იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ამომრჩეველს უნდა სცოდნოდა და ეს ინფორმაცია პირდაპირ ურტყამდა გირჩი ჯაფარიძის იმიჯს, რამეთუ შეიცავდა მისი მეუღლის, ყოველ შემთხვევაში 2020 წელს მისი მეუღლის, მიერ დაკავებულ მაღალ სახელმწიფო თანამდებობას და ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს (2019 წელს) 120.000 დოლარად შეძენილ უკვე მესამე ბინას თბილისში.
ის ინფორმაცია რაც მე დავდე, არის ოფიციალური ინფორმაცია. აი და ინტერნეტით ხელმოსაწვდომია ყველა ადამიანისთვის, თუმცა ბევრმა არც იცის მსგავსი ინფორმაცია როგორ მოიპოვოს. და თქვენ წარმოიდგინეთ, ამას რომ ოპოზიცია ბლოკავს, ის როგორი ოპოზიცია შეიძლება იყოს?!
ჩემი მეუღლე სოფლის ბაღის გამგედ არ გაუშვეს და დღესაც უმუშევარია, იმიტომ, რომ მე კრიტიკულ სტატიებს ვაქვეყნებდი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, და ესენი ასობით ათასის ქონებას შოულობენ იპოზიციაში ყოფნის დროსაც. და თან ამასაც არ ჯერდებიან, აქეთ გასწავლიან მერე რა თქვა და რა დაწერო.

-რატომ ფიქრობთ რომ თქვენი პოსტი ზუსტად ზურა ჯაფარიძის მხრიდან იქნა დარეპორტებული და სხვა ვინმეს მიერ?

-ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ინფო მის პირად იმიჯს ურტყამდა პირდაპირ და მეორე იმიტომ, რომ ზურა ჯაფარიძეს საკუთარი პატარა ტრილ-ბოტთა ქარხანა აქვს, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერს გავშიფრე, როდესაც ისინი ერთ-ერთი ოპოზოციური პარტიის ლიდერის არჩევაში აქტიურიბდნენ სოციალურ ქსელში და ეს თემა, კომპეტენტურ ადამიანებს მივაწოდე, რომლებმაც გარკვეული გამოძიებააც ჩაატარეს… დამერწმუნეთ მალე მოვა ფეისბუქის მხრიდან მაგ ქარხნის მიხურვის დროც.

– ბოლო დროს მედიაში სიციალურ ქსელში თქვენი აქტიურობა, ოპოზიციის მხილებაში უფრო გამოიხატება. ადრე ხელისუფლებას უფრო აკრიტიკებდით. რა შეიცვალა თქვენთვის?

– დიახ სწორია. 2014 წლიდან მედიაში და სოციალურ ქსელებში აქტიურად ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას, პარალელურად ვაპიარებდი და ვეხმარებოდი ოპოზიციას, არა მხოლოდ როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც სამოქალაქო აქტივისტი და დამკვირვებელი. მანამ, სანამ 2020 წლის ნოემბერს, საბოლოოდ არ დავრწმუნდი, რომ ოპოზციის მნიშვნელოვანი ნაწილი და მთავარი ოპოზიციური პარტიის ბევრი ლიდერიც, ხელისუფლებასთან გარიგებაშია და ბოროტად იყენებს ოპოზიციის მხარდამჭერთა ერთგულებას. ამის დამადასტურებელი ათეულობით ფაქტი და მოსზრება, ჩემს ფეისბუქ გვერდზე მოიპოვება და ყველას შეუძლია ნახოს.

ესაუბრა: ბექა კანდელაკი

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი „ქართულ ოცნებას“ – შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ არც ერთ კაპიკს აღარავინ გაიღებს ამ ქვეყნისთვის
შემდეგი სტატიანათელაშვილი სააკაშვილზე – კარგი პიარტექნოლოგია და შესანიშნავად იცის, როგორ დარაზმოს ამომრჩეველი საერთო მიზნისკენ